მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვასილ რევიშვილი: მამუკა ხაზარაძის მიერ ბანკის დატოვება, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა

5c6e6ce75304b
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.19 13:16
1603
მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი ბანკის დატოვებასთან დაკავშირებით, არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, - ასე აფასებს ეკონომისტი ვასილ რევიშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილებას, დატოვონ სამეთვალყურეო საბჭო და ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული 1 მლნ-იანიჯარიმა გადაიხადონ.

ვასილ რევიშვილის თქმით, ხაზარაძემ ამ ნაბიჯით დაიცვა ინვესტორებისა და ბანკის ინტერესი, რადგან როდესაც ბანკს აქვა გრძელვადიანი სასამართლო დავა მარეგულირებელთან, არ არის სახარბიელო მდგომარეობა ბანკისთვის.

კითხვაზე - სებ-თან სამართლებრივი დავის შეწყვეტით, „თიბისი ბანკმა“ ხომ არ აღიარა ფულის გათეთრების ფაქტი, რევიშვილი ამბობს, რომ - არა.

"ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. მათ გადათვალეს ის პოტენციური ზარალი, რაც შეიძლება ინვესტორს მოუტანოს საქმის გაჯანჯლებამ და რომელიც სავარაუდოდ, დიდწილად აღემატებოდა 1 მილიონ ლარს, ამიტომ მათ მიიღეს პრაგმატული გადაწყვეტილება", - აცხადებს ვასილ რევიშვილი.

კითხვაზე - რატომ დაინტერესდა ეროვნული ბანკი 10 წლის წინანდელი ტრანზაქციით, ვასილ რევიშვილი ამბობს: „იმიტომ, რომ აქტუალური გახდა“.

"ვინაიდან საქმემ წამოიწია, ვერ გაატარებდნენ. მათიც მესმის. ეროვნულ ბანკზე გავლენა მოახდინა იმან, რომ საქმემ წამოიწია", - აცხადებს რევიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები