მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვასილ რევიშვილი მავრიკის Silver Bank-ის CEO გახდა

62d1b14491342
შოთა ტყეშელაშვილი
15.07.22 22:32
2008
ვასილ რევიშვილი მავრიკის Silver Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. საბანკო დაწესებულების დირექტორთა საბჭომ ის აირჩია ალექსანდერ ბელოს შემცვლელად, რომლის მოადგილის პოზიცია 2021 წლის დეკემბრიდან ეკავა. Silver Bank-მა მავრიკის ცენტრალური ბანკისგან საბანკო ლიცენზია გასული წლის ნოემბერში მიიღო. ბანკი ყოფილი BanyanTree ბანკის ბაზაზე შეიქმნა. 

მავრიკის მედიის ინფორმაციით, ალექსანდერ ბელო საქმიანობას ბანკის დირექტორთა საბჭოში გააგრძელებს. 

„მოხარულები ვართ, რომ Silver Bank-ის სათავეში დავნიშნოთ ვასილ რევიშვილი, რომელიც არის გამოცდილი პროფესიონალი და სარგებლობს დირექტორთა საბჭოს სრული ნდობით. მისი გამოცდილება, რომელიც მან შეიძინა ფინანსებში მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში, მისი მისწრაფება და სურვილი, დაეხმაროს თავის თანამშრომლებს მიაღწიონ წარმატებებს, აქცევს მას განსაკუთრებულ ლიდერად, რის შედეგადაც ის უპასუხებს დირექტორთა საბჭოს მოლოდინებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ხელმძღვანელობით ის გააძლიერებს ბანკს და ხელს შეუწყობს მის მუდმივ ზრდას“, - ამბობს ალექსანდერ ბელო მის პოსტზე ვასილ რევიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით.

ვასილ რევიშვილი 2011-2013 წლებში "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

მავრიკის საბანკო სექტორი 18 ბანკისგან შედგება. ყოფილი BanyanTree ბანკის აქტივები, რომლის ბაზაზეც Silver Bank-ი დაფუძნდა. 2020 წლის ბოლოს ბანკის აქტივები 1.58 მილიარდი დოლარი იყო.

მავრიკი ინდოეთის ოკეანეში, ამავე სახელწოდების კუნძულზე მდებარე სახელმწიფოა. მისი მოსახლეობა 1.2 მილიონია, მშპ-ის ზომა კი $31.7 მილიარდი დოლარია. ერთ მოსახლეზე მშპ 25 ათასი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები