მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვასილ რევიშვილი: "TBC-ის წინააღმდეგ აღძრული საქმე ბანკის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად"

5c4ef6c9361e9
შოთა ტყეშელაშვილი
28.01.19 17:46
1922
ფინანისტი ვასილ რვიშვილი ფიქრობს, რომ TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები სავარაუდოდ, ბანკის დისკრედიტაციას და ცილისწამებას ისახავს მიზნად. გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში რევიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ 10 წლის წინანდელი ტრანზაქციების შესწავლა კითხვის ნიშნებს აღძრავს.

“შეიძლება გამოძიება მიმდინარეობს 10 წლის განმავლობაში და მხოლოდ ამ ხნის შემდეგ გასაჯაროვდეს მისი არსებობის შესახებ, მაგრამ ამ შემთხვევაში, არანაირი მინიშნება, რომ ამას 10 წლის განმავლობაში სწავლოდნენ არ არსებობს. ეს ტრანზაცქია იყო საკმაოდ ღია, მაშინაც სებ-ი ყველა ტრანზაქციას, რომელიც 10,000 ლარს აჭარბებდა უყურებდა და ეს ახლაც ასეა. ცოტა საეჭვოდ ჩანს ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება. ფულის გათეთრებაა შავი ფულის ბანკში შეტანა და არა გათეთრებული ფულის ბანკიდან გატანა.

საქმის ასეთი სკანდალური გასაჯაროება უფრო დისკრედიტაციის მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, ვიდრე სიმართლის დადგენას. ეს ემსახურება დისკრედიტაციას, იქნება ეს პოლიტიკური თუ კომერციული მიზნებიდან გამომდინარე. მე ვფიქრობ ერთს, ეს შეიძლება ემსახურებოდეს ყველაფერს, საბანკო სისტემის მდგრადობის სამსახურის გარდა.

მცირედით მეხამუშება ის გარემოება, რომ სებ-მა ახლა აღმოაჩინა, რომ თურმე 1 მილიონი ლარით ყოფილა ბანკი დასაჯარიმებელი. ეს მიმზანიმართული დისკრედიტაცია და ცილისწამებაა", - ამბობს რევიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები