მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვასილიე მიციჩმა ევროლიგის ისტორიაში უდიდესი კონტრაქტი გააფორმა

ვასილიე მიციჩის უდიდესი კონტრაქტი

სერბეთის ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა კალათბურთელმა ვასილიე მიციჩმა ევროლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტი გააფორმა. მან კონტრაქტი თელ-ავივის “ჰაპოელთან” გააფორმა, ხელშეკრულება კი 3 წელიწადში 14 მილიონ ევროს ითვალისწინებს.

აქამდე ევროლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელად ათენის “პანათინაიკოსის” ამერიკელი მცველი კენდრიკ ნანი ითვლებოდა, რომელსაც ბერძნული გრანდი 13.5 მილიონ ევროზე გაურიგდა.

“ჰაპოელმა”, რომელსაც ცნობილი ბერძენი სპეციალისტი დიმიტრის იტუდისი წვრთნის, გასულ სეზონში ევროთასი მოიგო და ევროლიგაში თამაშის უფლება ამის წყალობით მოიპოვა, ახლა კი, შემადგენლობის გასაძლიერებლად დიდ ხარჯებს სწევს.

შეგახსენებთ, რომ მიციჩს თურქული “ეფესის” რიგებში ევროლიგა 2-ჯერ აქვს მოგებული. ის 2021 და 2022 წლებში ტურნირის ოთხთა ფინალის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა, 2020-21 წლების სეზონში კი რეგულარული სეზონის MVP-ს ტიტულიც ერგო.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები