საქართველოში საწვავი უნდა გაიაფდეს, - ამის შესახებ Bm.ge-ს HUB Georgias აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, ეს მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების დაცემით უნდა იყოს განპირობებული.
ჭარბი მოპოვებისა და მერყევი მოთხოვნის ფონზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა, რაც ნავთობპროდუქტების ფასზე შესაბამისად აისახა. კერძოდ, 13 ნოემბრის პლატსის პუბლიკაციის შესაბამისად, ბენზინის ფასმა ტონაზე 25$–ით დაიკლო და 570.75$ შეადგინა. ხოლო, დიზელის ფასი 31$–ით, 644.25$-ამდე შემცირდა.
შესაბამისად, მოსალოდნელი საორენტაციო სარეალიზაციო ფასი საქართველოს ბაზარზე ლიტრ ბენზინზე 2,04 ლარს, ხოლო დიზელზე 2,40 ლარს უნდა შეადგენდეს.
აღნიშნული ფასების კალკულაცია შემდეგია:
მოსალოდნელი სარეალიზაციო ფასები დათვლილია ძირითად ნავთობპროდუქტებზე, კერძოდ ევრო დიზელზე და ბენზინზე (რეგულარი RON92).
საგადასახადო კომპონენტი საწვავის ფასებში – ბენზინში ლიტრზე 68 თეთრია, ხოლო დიზელში 71 თეთრი.
აქციზისა და დღგ-ს წილის დაანგარიშების მეთოდი შემდეგია:
აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტების შესყიდვის ფასების განსაზღვრის საფუძვლად, კომპანიები სწორედ S&P Global Platts-ის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ პუბლიკაციებს იყენებენ. S&P Global-ის ნაწილი S&P Global Platts-ის სათაო ოფისი ლონდონშია, რომლის დაფარვის არეალი, 1,000 თანამშრომლით, 5 კონტინენტს მოიცავს. პლატსი უკვე 100 წელზე მეტია გლობალური ბაზრებისთვის ინფორმაციისა და ანალიტიკის დამოუკიდებელი, ლიდერი მომწოდებელი ორგანიზაციაა, რომლის დაფარვის არეალი ენერგეტიკისა და სასაქონლო ბაზრების მიმოხილვას, ანალიზს და საორიენტაციო ფასების დადგენას მოიცავს. პლატსის პუბლიკაციაში, ფასების განსაზღვრის მეთოდოლოგია სავაჭრო დღის განმავლობაში შეგროვებულ და გამოქვეყნებულ მასალას ემყარება, რომლის დამუშავება და გაანალიზება საბოლოო ფასის შეფასებისა და განსაზღვრისათვის ხდება.