მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვატო ასათაშვილი: "ივლისი და აგვისტო იქნება ტურისტულად მკვდარი პერიოდი საქართველოსთვის"

5ef22e7bc024d
მარიამ ადამია
23.06.20 23:00
1507
„ჯერ კიდევ ორი თვის წინ ვამბობდით, რომ ტურიზმზე დიდი იმედების დამყარება იქნებოდა მცდარი მოლოდინების შექმნა ქვეყანაში. რთულია პოსტკრიზისულ პერიოდში, ანუ პანდემიიდან რამდენიმე თვეში გახსნა საზღვარი და ჩვეული რიტმით გააგრძელო ცხოვრება. ეს უბრალოდ არ გამოგივა და გაჩნდა უაზრო მოლოდინები“, - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“, “ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივლისი და აგვისტო იქნება ტურისტულად მკვდარი პერიოდი საქართველოსთვის.

მისივე თქმით, პოზიტიური გათვლებით, შესაძლოა სექტემბერ-ოქტომბერში მივიღოთ ტურისტების ნაკადი და ეს იქნება მაქსიმალური დატვირთვა მიმდინარე წელს ზაფხულის პერიოდში.

„საერთო ჯამში, ტურისტული სეზონი წელს ჩავარდნილია და თუკი რაიმე პროგნოზის გაკეთება შეიძლება დღევანდელი მდგომარეობით, ეს არის 2021 წლის აპრილი. თუმცა ესეც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიოში, აუცილებლად დროულად უნდა დალაგდეს პანდემიური მდგომარეობა, კერები უნდა ჩაცხრეს და ვაქცინაც დამზადდეს, წინააღმდეეგ შემთხვევაში კი, 2021 წლის პროგნოზიც არ გამართლდება“, - აღნიშნა ვატო ასათაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო ყურადღებით ეცნობა მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს და საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს, ეს არის ერთადერთი ინფორმაცია, რომელსაც საზღვრების გახსნამდე ერთი კვირით ადრე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს და ამ დროისთვის არც ის ვიცით თუ როდის გაიხსნება საზღვრები, არც ის თუ რომელ ქვეყნებთან და მითუმეტეს არ ვიცით რა წესების დაცვით შემოვლენ ტურისტები ჩვენ ქვეყანაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები