"კურსის მთავარი განმსაზღვრელი ქართული ეკონომიკის სტრუქტურული სისუსტეა", - აღნიშნულის შესახებ თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა, ვატო ლეჟავამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. ლეჟავა თვლის, რომ გარე ფაქტორები საქართველოს სუსტ ეკონომიკურ სტრუქტურაზე გავლენას მარტივად ახდენს.
"გარე ფაქტორებში ჩვენთვის სასარგებლო პირობებიც არის, როგორიც არის ნავთობისა და გაზის დაბალი ფასები. შეიძლებოდა სახარბიელო ფაქტორების უკეთ გამოყენება და მეტი სიმტკიცე ნეგატიური ფაქტორების მიმართ. მთავარი განმაპირობებელი არის ჩვენი ეკონომიკის სუსტი სტრუქტურა. ჩვენ ვერ მოვიზიდავთ სათანადო რაოდენობის მყარ ვალუტას, ეს იქნება ინვესტიციების თუ ექსპორტის სახით. ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს უფრო მიმზიდველი, ამისთვის კი მკაფიო ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. არ უნდა გადაიდგეს ნაბიჯები, რომელიც ინვესტიციებს ხელს შეუშლიდა, მაგალითად მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა, რაც ბიზნეს კლიმატზე პოზიტიურად არ აისახა. ვერ მივიღეთ ვერაფერი გარდა იმისა, რომ დავაზიანეთ გარკვეული ბიზნესები. სანამ სუსტი იქნება ქვეყნის ეკონომიკა და ზრდა კურსის პრობლემა დარჩება", - განაცხადა ლეჟავამ.