მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვახშამი ცაში" - დღეს, თბილისში ახალი რესტორანი იხსნება

5cdc222d9d137
თამუნა ქემერტელიძე
15.05.19 18:50
4211
დღეს, კოჯორში, "ბიოლის" ცენტრში ტურისტული ატრაქცია - Dinner in the Sky Georgia გაიხსნება.

რესტორანი მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი კონცეფციის - Dinner in the Sky-ის ანალოგია.

პლატფორმა სპეციალური ამწეთი 50 მეტრის სიმაღლეზეა ჩამოკიდებული, სადაც სტუმრები დაკიდებულ მაგიდასთან ისადილებენ.

როგორც bm.ge-ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, რესტორანი ერთდროულად 22 ადამიანს მოემსახურება.

შეგახსენებთ: Dinner in the Sky კონცეფციის პირველი რესტორანი ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები