ბანკი რესპუბლიკას შესყიდვის შემდეგ, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე საბანკო სექტორში სხვა ბანკების გააქტიურებას და კონკურენციის გაზრდას ელოდება. როგორც ბუცხრიკიძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, მომხმარებელი მიიღებს უკეთეს მომსახურებას, რაც გულისხმობს როგორც ხარისხსს, ასევე საპროცენტო განაკვეთებსაც.
"ფრანგულ მხარესთან მივაღწიეთ უნიკალურ შეთანხმებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ტრანზაქციის შემდეგ ფრანგული ბანკი თიბისის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი ხდება და მისი მონაწილეობა 5%-ზე მეტი იქნება. ხელშეკრულებით თიბისი ფრანგული ბანკის პარტნიორი ხდება საქართველოში. ეს მოიგვცემს საშუალებას, რომ ის ნოუჰაუ რაც რესპუბლიკაშია გადმოვიტანოთ თიბისიშიც. მინიმალური მოთხოვნა არის დაფიქსირებული რომ ერთი წლის განმავლობაში, სოსიეტეს ამ წილის გაყიდვა არ შეეძლება.
ტრანზაქცია პროგრეს ბანკთან მდგომარეობს აქტივების და დეპოზიტების შეძენაზე, ესაა ოპერაცია რომელიც ხელს გვიწყობს რომ გავზარდოთ აქტივები. ახლაც ვმუშაობთ ახალ პროექტზე და წლის ბოლომდე შევიძენთ აქტივებს სხვა საბანკო ინსტიტუტიდან.
ვფიქრობ, რომ ის ქართული ბანკები, ვინც დაახლოებით ჩვენი ზომის არიან, კიდევ უფრო გააქტიურებენ მუშაობას, კონკურენცია გაიზრდება და მომხმარებელი მოგებული დარჩება", - აცხადებს ბუცხრიკიძე.

























