მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: საბანკო რეგულაციების ამოქმედებამდე სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა

5bcf1a4547d0b
სალომე მეცხვარიშვილი
23.10.18 17:30
868
საბანკო რეგულაციების ამოქმედებამდე მოთხოვნა სესხებზე გაზრდილია,- ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა მოსალოდნელი რეგულაციების შესახებ, ბუნებრივია სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა და ოქტომბრის თვეში, შესაძლოა, ამ მიმართულებით დიდ ზრდასთან გვქონდეს საქმე. თუმცა, მისი განმარტებით, საბანკო სექტორში პორტფელის კლება მოსალოდნელია ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ძალაში ახალი რეგულაციები შევა.

„პირველი ნოემბრიდან რეგულაციების ძალაში შესვლის შემთხვევაში საბანკო სექტორში ზრდა ფაქტიურად არ იქნება, ალბათ შემცირებისკენ იქნება ტენდენცია ნოემბერ-დეკემბერში. ხოლო მიკროსაფინანსო ინსტიტუტებში, რომლებსაც რეგულაცია არ შეეცვლებათ და ის მხოლოდ პირველი იანვრიდან ამოქმედდება, იქნება გაცილებით დიდი ზრდა. რადგან ზრდა, რაც შემცირდება საბანკო ინსტიტუტებში, გადავა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში“,- აცხადებს ბანკირი.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკისგან განსხვავებით, საბანკო სექტორი არ ფიქრობს, რომ საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მათი პორტფელი 12-15%-ით გაიზრდება.

„ჩვენი გათვლებით, რაც ჩვენ საბანკო ასოციაციაში გავაკეთეთ, ის ზრდა 12-15%-ის ფარგლებში, არ იქნება მიღწეული და საბანკო სექტორი ვერ შეძლებს ამის მიღწევას. ვფიქრობთ, საცალო სესხების ზრდა, ალბათ, შემცირდება. ხოლო, რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს და კორპორატიული სესხების ზრდას, ეს იქნება იმაზე ნაკლები ვიდრე 2018 წელს“,- აცხადებს ბუცხრიკიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები