მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვახტანგ ბუცხრიკიძე: სამომხმარებლო სესხების შემცირება გრძელდება

5ceeb20b230c9
ლევან თაღიაშვილი
29.05.19 20:22
1293
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ეროვნული ბანკის რეგულაციების 5 თვის ეფექტს აფასებს. მისი თქმით, სამომხმარებლო სესხები შემცირებულია, იპოთეკურ სესხებში კი ზრდის ტემპის შემცირება შეინიშნება.

რაც შეეხება რეგულაციების ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას, ბუცხრიკიძის აზრით, დასკვნების გამოტანა ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს.

"როგორც მოსალოდნელი იყო სამომხმარებლო სესხების შემცირება გრძელდება, რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს, ის იზრდება, მაგრამ ზრდა არ არის ისეთი, როგორიც იყო 2018 წელს. ხდება სტატისტიკური ინფორმაციის დაგროვება და შესაბამისად, ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება.

რთულია იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა გავლენა მოახდინა რეგულაციებმა ეკონომიკურ ზრდაზე. როდესაც შარშან საბანკო ასოციაციაში ვაკეთებდით პროგნოზებს, იყო გარკვეული დაშვებები, თუმცა ახლა ამაზე ზედმეტია საუბარი. უკვე ფაქტობრივი მონაცემები არსებობს და უფრო სწორი მათზე დაყრდნობა იქნება", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები