"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, TBC ბანკთან დაკავშირებით, ყველა საკითხი ამოწურულია.
ასე უპასუხა ბუცხრიკიძემ bm.ge-ის კითხვას - თვლით თუ არა, რომ „თიბისი ბანკთან“ მიმართებით სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო კითხვები ამოწურულია.
"როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ „თიბისი ბანკმა“ და ეროვნულმა ბანკმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება და თუ კარგად გაეცნობით ამ განცხადებას, მასში აღნიშნულია, რომ ყველა საკითხი ამასთან დაკავშირებით არის ამოწურული“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
ცნობისთვის: ერთობლივ განცხადებას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე: https://www.bm.ge/ka/article/saqartvelos-erovnuli-banki-da-tibisi-banki-ertobliv-gancxadebas-avrceleben/30128
რაც შეეხება ბუცხრიკიძის გამოკითხვას პროკურატურაში, ამ საკითხზე ის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
"ამაზე მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, კითხვები უკავშირდებოდა იმ ტრანზაქციებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 11 წლის წინ“, - აღნიშნა მან.

























