მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე სოციალური ქსელიდან შეიტყო

5d246b4e422d4
BM.GE
09.07.19 14:23
1030
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების ინიციატივაზე სოციალური ქსელიდან შეიტყო.

ამის შესახებ ბუცხრიკიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა კითხვაზე, აპირებს თუ არა მამუკა ხაზარაძის მოძრაობაში გაწევრიანებას.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე მამუკა ხაზარაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„მეც თქვენნაირად „ფეისბუქიდან“ გავიგე, არ მაქვს სხვა კომენტარი, კომუნიკაცია არ მქონია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს „თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ვახტანგ ბუცხრიკიძეს საქართველოს პირველი არხი მთავრობის ადმინისტრაციაში გაესაუბრა. ამასთან, ბუცხრიკიძემ არ დააკონკრეტა, რა მიზეზით იმყოფებოდა კანცელარიაში.

წყარო: 1tv.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები