მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ კალოიანი ჯანდაცვის სამინისტროს 3 პირობის დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს

5f4229cc3ef95
თელარა გელანტია
23.08.20 12:30
1682
„ევროპული საქართველოდან“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ექიმ ვახტანგ კალოიანის შეფასებთ, ინფექციურ პათოლოგიათა და შიდსის ცენტრის ირგვლივ, ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწყობილი ვაკხანალია, ჯანდაცვის გაუაზრებელი და არათანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მაგალითია.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ეს ადასტურებს ჩვენს შიშს ჰოსპიტალური სექტორის მოუმზადებლობასთან  დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ის შედეგები რაც გვაქვს ეპიდემიოლოგიური სამსახურის დამსახურებაა“, - აცხადებს ვახტანგ კალოიანი.

ექიმის თქმითვე, იმ ფონზე როდესაც ინფექციურ პათოლოგიათა და შიდსის ცენტრი შერჩეულია COVID ეპიდემიაზე რეაგირების ერთ -ერთ წამყვან ცენტრად, მისი ამ პირობებში დატოვება უპასუხისმგებლობაა და საფრთხეს უქმნის პაციენტების უსაფრთხო მკურნალობას. კალოიანი აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით სამედიცინო საზოგადოება ხელისუფლებას რეაგირებისკენ ჯერ კიდევ მარტში მოუწოდებდა.

კალოიანის განცხადებით, ის თანხა, რომელსაც მოითხოვს თენგიზ ცერცვაძე, რათა გარემონტდეს ინფექციური საავადმყოფოს შენობა არ არის საკმარისი და ის მხოლოდ მინიმალური ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათის იქნება საკმარისი, რადგან შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. ამრიგად, მისი თქმით, საჭიროა ახალი შენობის აშენება, რათა მოხდეს პაციენტების სათანადო პირობებში მომსახურეობა.

ამასთან, ვახტანგ კალოიანმა ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგი 3 პირობის დაკმაყოფილებისკენ მოუწოდა:

1. გასაჯაროვდეს COVID პანდემიაზე რეაგირების ხარჯები.
2. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს COVID -ზე რეაგირების და მომზადების დეტალური გეგმა და არა ეკლექტური მსჯელობები მასმედიით.
3. ინფექციურ პათოლოგიათა და შიდსის ცენტრს ახალი შენობის აშენებამდე მიეცეს უსაფრთხოდ და ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები