ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 24 თებერვალს, კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

























