წელს 10 თვეში საქართველომ 631.4 ათასი აშშ დოლარის 459.7 ტონა ვაზელინი იყიდა, რაც თანხაში გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 40.1%-ით, რაოდენობრივად კი 36.7%-ით მეტია.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ვაზელინის TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
- რუსეთი - 460.8 ათასი აშშ დოლარის 340 ტონა;
- ირანი - 46 ათასი აშშ დოლარის 43.3 ტონა;
- ჩინეთი - 40.9 ათასი აშშ დოლარის 16.5 ტონა;
- თურქეთი - 31.1 ათასი აშშ დოლარის 27.8 ტონა;
- ნორვეგია - 17.3 ათასი აშშ დოლარის 3.7 ტონა.
აღსანიშნავია, რომ რეექსპორტი საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად ნულოვანია. სომხეთში მხოლოდ 80 კგ გავიდა.




























