ვაჟა-ფშაველას მეტროსთან, სამშენებლო ობიექტზე, საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მიწა ჩამოიშალა.
შესაბამის კადრებს "ფეისბუქ გვერდი" "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
როგორც Bm.ge-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან და სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან.




























