ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის კმ35-კმ60 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ35-კმ60 (სოფ. თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია ინფორმაციაში.