ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ35-კმ60 (სოფ. თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
დილიდან მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის და 30 ადგილზე მეტი
ტევადობის ავტობუსებისთვის მოძრაობა ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ76–კმ94 (ახალციხე-ვალე) მონაკვეთზეც აღდგა.