მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაზიანის აეროპორტის აშენებას მივესალმები, თუმცა მანამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტია მისახედი - თეა ზაქარაძე

თეა ზაქარაძე

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ ვაზიანის აეროპორტის პროექტის განხორციელება მისასალმებელია, რადგან სახელმწიფომ ასე გადაწყვიტა, თუმცა ვიდრე ის აშენდება, საჭიროა დედაქალაქის მთავარი აეროპორტის მიხედვა. საკითხზე ზაქარაძემ BMGTV-ის გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე“ ისაუბრა.

თეა ზაქარაძე იმედს გამოთქვამს, რომ როგორც აქამდე თანამშრომლობა ეკონომიკის სამინისტრო და TAV Georgia, ისე ითანამშრომლებენ მომავალშიც.

„ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაზე, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაზე, იქამდე, ვიდრე ვაზიანის აეროპორტი აშენდება. მივესალმებით ნებისმიერ ახალ პროექტს, თუ სახელმწიფომ ასე გადაწყვიტა, ე.ი. ასეა საჭირო. გაკეთდეს ვაზიანის აეროპორტი, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ აქ არის არსებული აეროპორტი. ვაზიანი ხუთ დღეში არ აშენდება. ამას სჭირდება წლები. დაანონსებულია, რომ 2029-2030 წლებში უნდა დასრულდეს პროექტი. მანამდე კი მისახედია დედაქალაქის მთავარი აეროპორტი და ბათუმიც თავისთავად, რადგან ტურისტული ცენტრის მთავარი აეროპორტია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ისევე ღირსეულად გადავაგორებთ ამ თემებს, როგორ ღირსეულ პარტნიორობასაც ამ დრომდე ვუწევთ“, - განაცხადა ზაქარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები