ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ნაცვლად საერთაშორისო აეროპორტი - მთავრობის გეგმა
BM.GE
05.06.23 18:50
• 236
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილზე მთავრობა ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას განიხილავს - ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომელსაც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ტრადიციული განცხადებების გაკეთებისას ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაზე მეტი დრო დაუთმო. „ჩვენ თუ გვინდა, 20, 30, 50 და თუნდაც 100-წლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ, ახალი აეროპორტისთვის იდეალურია ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორია“, - თქვა მთავრობის მეთაურმა, თუმცა როგორც ის ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და ეკონომიკის სამინისტრო პროექტის შესასწავლად უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანას გეგმავს... თუ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული, რის საფუძველზე აკეთებს მთავრობა უფრო მეტ აქცენტს ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, ვიდრე არსებულის გაფართოებაზე?