მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაზილ ჰუდაკი: საქართველო ყველაზე მსხვილი მიმღებია ერთ სულ მოსახლეზე მიღებული ინვესტიციების მიხედვით

5d2720e8af4a9
თელარა გელანტია
11.07.19 17:00
1584
"ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის სტრატეგიასა და პრიორიტეტებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანასთან თანამშრომლობა," - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ბათუმში გამართული აღმოსავლეთის პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მისი თქმით, ამ ქვეყნებში ბოლო ათი წლის მანძილზე 9 მილიარდი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ და მათ შორის, საქართველო ყველაზე მსხვილი მიმღებია ერთ სულ მოსახლეზე მიღებული ინვესტიციების მიხედვით.

„საქართველოში 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის, მუნიციპალური სექტორის, გზების მშენებლობის და სხვა პროექტებში. ევროპის საინვესტიციო ბანკი კვლავაც განაგრძობს საქართველოს, ისევე როგორც დანარჩენი ხუთი ქვეყნის, მხარდაჭერას," - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები