მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაზისუბანში, საარჩევნო უბანზე ხმაური იყო - ადგილზე ნიკა მელია და ბექა დავითულიანი მივიდნენ

617d5eeea7f0b
ინგა მურუსიძე
30.10.21 19:07
433
ვაზისუბანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. საქმე ის არის, რომ დაახლოებით, 40 წუთის წინ ვაზისუბანში, ერთ-ერთ უბანზე შუქი ჩაქრა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. ადგილზე  მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

მელიას ცესკოს წარმომადგენელმა, საარჩევნო უბანზე შესვლის საშუალება არ მისცა. მისი განმარტებით, შუქის ჩაქრობა მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა ნიკა მელიას თქმით, ეს არის პროვოკაცია, რადგან „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ არჩევნები წააგო და ახლა ყველა ხერხით ცდილობს არჩევნები გააყალბოს და ამ გზით  გაიმარჯვოს.

ნიკა მელიას ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ მობილიზებული ადამიანების გარკვეული ჯგუფი, მათ შორის ჰყავს ე.წ. კანონიერი ქურდები და ამომრჩეველზე ზეწოლას ცდილობს.

ადგილზე თავის მომხრეებთან ერთად მივიდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანიც, რომელიც თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ნიკა მელიამ არჩევნები წააგო და ახლა ყველა ხერხით ცდილობს, ეს შედეგი შეცვალოს.

დავითულიანმა მელიას მოუწოდა არჩევნების წაგებასთან ერთად ცოდვას ნუ დაიდებდა და ფიზიკური შეხლა-შემოხლისგან თავი შეეკავებინა.

უბნის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა მცირე ფიზიკურ დაპირისპირებას, ხოლო სიტყვიერად მუდმივად ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ამ წუთებში როგორც ნიკა მელია, ისე ბექა დავუთულიანი საარჩევნო უბანზე მხარდამჭერებთან ერთად რჩებიან, თუმცა გზის სხვადასხვა მხარეს. პოლიცია ორივე მხარეს დაშლისკენ მოუწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები