ვაზისუბანში სკვერი და სპორტული მოედანი რეაბილიტირდა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტის შედეგად, 3 150 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და LED განათების ახალი სისტემა დამონტაჟდა. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს.
შესრულებული სამუშაოები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 545 000 ლარით დაფინანსდა.