მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვცდილობთ გამოვნახოთ კომპრომისი დამფინანსებლებს, კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის"

5c8bb5c5e5b43
BM.GE
15.03.19 18:18
742
"ვდილობთ გამოვნახოთ კომპრომისი დამფინანსებლებს, კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის"-ასე პასუხობს ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი bm.ge-ს კითხვას იმასთან დაკავშირებით, მზადაა თუ არა სახელმწიფო ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვის გარანტორად დაუდგეს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს". 

“მთავრობის და სახელმწიფოს ხარჯზე ვერ მოხდება ვერცერთი ინვესტიციის განხორციელება. მთავრობის დამოკიდებულება არის ყოველთვის მხარდამჭერი და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გამოვძებნოთ კომპრომისი, ის შესაძლებლობები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას დავეხმაროთ.

ამასთან ერთად, ჩვენი ვალია, პირველ რიგში, რომ სახელმწიფოს ინტერესები დავიცვათ და შემდეგ ვიფიქროთ კერძო, კონკრეტული ინვესტორის ინტერესებზე. ასე რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენ გამოვნახოთნის კომპრომისი დამფინანსებლებს, კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის და ვიმუშაოთ ამ პროექტის განხორციელებაზე, თუმცა ვერც ჩვემ ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის”,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები