მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვცდილობთ, რეგიონი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ - ამბროლაურის მერი

6129ddb36d3e3
ბექა ბაციკაძე
29.08.21 12:40
760
ამბროლაურში, ბრატისლავას ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებზე 4 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

როგორც BM.ge-ის ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ განუცხადა, პროექტი 2022 წლის ზაფხულში დასრულდება. ადგილზე მოეწყობა სანიაღვრე არხები, განათებები, მცირე სკვერები, მესერები.

"რაჭის ცნობადობა გაზრდილია და ვცდილობთ ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, რათა კომფორტი შევუქმნათ ადგილობრივებს და რეგიონი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ ", - განაცხადა ზვიად მხეიძემ.

BMG-მ ამბროლაურის რაიონში, მდინარე კრიხულაზე ბულვარის მოწყობისთვის მიმდინარე სამუშაოებითაც დაინტერესდა.

ზვიად მხეიძის თქმით, საპილოტე პროექტის ფარგლებში დოკუმენტაცია მომზადებულია და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. "ჩვენთან ბრძანდებოდა ევროკავშირის ელჩი, რომელიც პირადად გაეცნო პროექტს, ძალიან მოეწონა და პროექტის დაფინანსებას დაგვპირდა", - განაცხადა ამბროლაურის მერმა.

ბულვარის პროექტის ღირებულება 4 მილიონ 500 ათასი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები