ასოციაცია ქართული ღვინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, ქვევრის ღვინის სიმპოზიუმის ჩატარება შეცვლილი სამუშაო ფორმატით მოხდება.
"მეგობრებო,ქვეყანაში არსებული უმძიმესი სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ მოხდეს ქვევრის ღვინის სიმპოზიუმის ჩატარება შეცვლილი სამუშაო ფორმატით, მხოლოდ ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავების ფორმატში.
ჩვენ ვდგავართ ევროპულ გზაზე ქართული ღვინის სამსახურში", - წერია გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.