ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს და მთავრობას გამოძიებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
"არასამთავრობო ორგანიზაციები შეუცვლელ როლს ასრულებენ ყველა ქვეყანაში - რაც ჩეხეთმა საკუთარი გამოცდილებიდან იცის. ჩვენ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს გამოძიებები და გაათავისუფლოს გაყინული ფინანსური რესურსები",- წერს ჩეხეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 27 აგვისტოს, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა. ეს ორგანიზაციები არიან: ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“ , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ა(ა)იპ „საფარი“, ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.




























