მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვეცდებით ბაზარს ხელი დავატყოთ” - რას სთავაზობს Paysera მომხმარებელს?

64c1286143fd9
შოთა ტყეშელაშვილი
26.07.23 18:27
2487
“Paysera საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა “წერტილის” ეთერში Paysera-ს გადარიცხვების სერვისების კონკურენტული უპირატესობების შესახებ ისაუბრა. Paysera ციფრული ბანკია, რომელიც ლიეტუვური საბანკო ქსელის ქართული წარმომადგენელია.

დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, Paysera-ს კონკურენტული უპირატესობა ევროპულ საფინანსო სისტემასთან ურთიერთობის სიმარტივეში მდგომარეობს. მისი თქმით, Paysera-ს მომხმარებლები იღებენ როგორც ქართულ, ასევე ევროპულ IBAN-ს, რის შედეგადაც მათ 100,000 ევრომდე ოპერაციების განხორციელება მყისიერად, 10 წამამდე პერიოდში შეეძლებათ. ამასთან, სხვა ევროპულ ბანკში გადარიცხვის საკომისიო 7 ევრო იქნება, რაც საბაზრო განაკვეთთან შედარებით ხუთჯერ ნაკლებია. ამასთან, თუკი გადარიცხვა ევროპაში Paysera-ს ანგარიშზე ხდება მაშინ საკომისიო 0 ლარია. დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ეს ყველაფერი მათ ევროს ერთიან გადახდის სისტემაში (SEPA) მონაწილეობის შედეგად შეძლეს.

“დღეს საქართველოში საბანკო მომსახურება ძალიან ძვირია და შევეცდებით ბაზარს ჩვენი ხელი დავატყოთ. შევეცდებით ყველა საგადახდო სერვისი ძალიან კონკურენტულ ფასად შევთავაზოთ მომხმარებელს.

ჩვენი პირობა შევასრულეთ. იმის მიუხედავად, რომ საქართველო ჯერ არ არის ევროპის ერთიანი საგადასახადო სისტემა SEPA-ს წევრი, ჩვენი ბანკის მომხმარებელი ხდება მფლობელი იმ ანგარიშისა, რომელიც ჩართულია SEPA-ში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს დონეზე ეს არ შემდგარა, გზა სახელმწიფოს წინ აქვს გასავლელი. ჩვენი ინიციატივით და სებ-ის მხარდაჭერით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო SEPA-შია. თქვენ რომ დაგჭირდეთ დღეს ევროპის არეალში გადარიცხვები და გსურთ ისარგებლოთ უპირატესობით, გადმოწერთ ჩვენს აპლიკაციას და დაიწყებთ გადახდებს. ჩვენს ვირტუალურ საფულეში გაქვთ როგორც ადგილობრივი საგადახდო სისტემა, რასაც RTGS-ს ვეძახით და მისი მეშვეობით ლარის ანგარიშსწორება ხდება, ასევე ევროპული SEPA-ს სისტემა, რაც უაღრესად კომფორტულია. დღეს ბაზარზე არცერთ ბანკს ამის შეთავაზება არ შეუძლია.

ამის უკან დგას საკმაოდ რთული ტექნოლოგიური და იურიდიული გადაწყვეტები. თქვენ რომ ჩვენი კლიენტი გახდებით, ჩვენ მოგანიჭებთ ქართულ IBAN-ს, ასევე ევროპულ IBAN-ს, რაც არ არის მარტივი ამბავი. როდესაც თქვენ თქვენი კონტრაგენტისთვის, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, მოგინდებათ რომ მისცეთ რეკვიზიტები, თქვენ გექნებათ ორი რეკვიზიტი - როგორც ქართული, ასევე ევროპული.

ჩვენ მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ მყისიერი გადახდების სისტემას. ლარში მყისიერი გადახდები ჯერ არ არსებობს, ევროში დღეს გექნებათ 24/7-ზე მყისიერი გადახდის შესაძლებლობა 100,000 ევრომდე. არ აქვს მნიშვნელობა შაბათ-კვირაა თუ რა დღეა, ევროპის ეკონომიკური არეალის ნებისმიერ ბანკში 10 წამში მოხდება გადარიცხვა. მათ შორის რიცხავთ დიდ ბრიტანეთშიც ამ თანხას. ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოებისთვის სასიკეთო პროდუქტი.

ჩვენ სულ მცირე ხუთჯერ გავაიაფეთ ეს სერვისი. თუკი VIP კლიენტი არ ხართ, ევროში გადარიცხვა 35 ევრომდე დაგიჯდებათ, ჩვენ შემოვედით ფიქსირებული 7 ევროს საფასურით,"- განმარტავს დიმიტრი ქუმსიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები