მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვეძებთ ადგილს, სადაც თბილისის დინამოს ახალი ბაზა და აკადემია განთავსდება“ – „დინამო თბილისი“

დინამო

„ვეძებთ ადგილს, სადაც თბილისის დინამოს ახალი ბაზა და აკადემია განთავსდება“, - ამის შესახებ „დინამო თბილისის“ გენერალურმა დირექტორმა, ზაზა დოლიძემ BMGTV-ს გადაცემა BMGDRIVE-ში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალი ბაზის შექმნის რამდენიმე მიზეზი არსებობს, ერთ-ერთი მათგანი არსებული ბაზის გარშემო აშენებული არაერთი კორპუსია, რაც ბაზას თავის ფუნქციას უკარგავს.

„გარდა ინფრასტრუქტურისა, ჩვენი სურვილი იყო, რომ დინამოს დიდ გუნდსა და დუბლ- შემადგენლობას ერთად ეთამაშათ, რაც ბავშვების ერთმანეთთან ინტეგრაციასა და კომუნიკაციას გაამარტივებს მათ შორის, რომელთა ნაწილი ბაზაზე, ხოლო ნაწილი აკადემიაში ვსხედვართ.

დიდი ხანია ვმუშაობთ ახალი ბაზის შექმნის საკითხზე. ძალიან კარგი პროექტებია, რომლების საშუალებითაც ბაზის გაკეთება შეიძლება. ახალი ბაზა ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით სრულად იქნება აღჭურვილი, მეტ შესაძლებლობებს შექმნის და მეტი მწვანე მოედანი იქნება მოწყობილი. თუმცა აღნიშნულის განხორციელება, ძალიან დიდ ინვესტიციას მოითხოვს, რაც ჯერ დაზუსტებული არ არის.

ახალი ბაზა თბილისში ან მის შემოგარენში განთავსდება, რადგან ბავშვებს შორ მანძილზე ვერ ვატარებთ. ხოლო, არსებული ბაზა არ ვფიქრობ რომ გაუქმდება, თუმცა ამას მომავალი გვიჩვენებს,“-აცხადებს დოლიძე.

„დინამო თბილისის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, აღნიშნული პროექტი შეიძლება საუკუნის პროექტად იქცეს და წარმატებულად ჩაითვალოს, იმის გათვალისწინებით, რომ ჯამში უკვე 12 ქალაქსა და 1500 ბავშვს მოიცავენ.

„რეგიონებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ადგილობრივი ინფრასტრუქტურაა. ამისდა მიუხედავად, მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართული საორგანიზაციო საკითხებში. მეტიც, რუსთავის საფეხბურთო სკოლაში პროექტში ჩართული ბავშვების რიცხვი უკვე 350-მდეა გაზრდილი.

გვინდა, რომ ყველა ქალაქში იყოს საფეხბურთო სკოლა, რომლებსაც დინამოსთან ექნებათ კოოპერაცია. ბავშვები იქნებიან სრულად აღჭურვილი და მათი მომზადება დინამოს სავარჯიშო სისტემით მოხდება. ამასთან, ძალიან ხშირად ტარდება და გაგრძელდება საფეხბურთო ფესტივალებიც, სადაც ამ ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა ხდება,“-აცხადებს დოლიძე.

მისი ინფორმაციით, ფეხბურთი უფრო მასობრივი უნდა გახდეს, რადგან შემდეგ ფეხბურთელების სწორი სელექცია და უკეთესი ფეხბურთელების მიღება მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები