მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეგანური სამზარეულო "ნამუ" 2 ფილიალს ამატებს

61e02c28ee480
მარიამ იზორია
14.01.22 10:15
900
ვეგანური სამზარეულო “ნამუ” წელს ორ ახალ ფილიალს ხსნის. ვეგანური სამზარეულოს დაფმუძნებელი ანა ტიკარაძე bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ორივე ფილიალისთვის კომპანია, ჯამში, დაახლოებით, $100 000 მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

“ნამუს“ ერთი ახალი ობიექტი ორბელიანის განახლებულ ბაზარში თებერვლის შუა რიცხვებში გაიხსნება. მეორე ფილიალს კი აბაშიძის ქუჩაზე მარტში გავხსნით. თანამშრომლების რაოდენობასაც გავზრდით და ორივე ახალ ფილიალში 15 ადამიანს დავასაქმებთ” - აღნიშნავს “ნამუს” დამფუძნებელი.

ანა ტიკარაძემ bm.ge-სთან გასული წელიც შეაჯამა და თქვა, რომ კომპანია გახსნის დღიდან მზარდია და ვეგანური საკვების მომხმარებელში "ნამუს" მიმართ ცნობადობა მუდმივად იმატებს.

“2021 “ნამუსთვის” საკმაოდ წარმატებული წელი იყო. დახურვის გარეშე ვმუშაობდით და გატანის სერვისსაც კარგად მოვერგეთ. ეს გამოიხატა გაყიდვებისა და მომხმარებლის რაოდენობაში, კერძოდ, შარშან 30-40%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სიახლეები გვაქვს კომბუჩას წარმოების მიმართულებით, ჩვენი სასმელი უკვე ბევრ მაღაზიაში იყიდება და მალე "გუდვილის" ქსელშიც შევალთ", - ამბობს ანა ტიკარაძე.

აღსანიშნია, რომ მისი აზრით, გამოწვევად რჩება "მწვანე პასპორტის" რეგულაცია, რომელმაც მომხმარებლის რაოდენობაზე ნეგატიური გავლენა იქონია და სასურველია, მალე მოიხსნას.

"ნამუ" ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. ვეგანური სამზარეულოს ობიექტი ამ დროისთვის შალვა დადიანის #30-ში მდებარეობს. კომპანია ჯანსაღი კვების პროპაგანდას აქტიურად ეწევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები