ამერიკულმა კომპანია Impossible Foods-მა, რომელიც ვეგანური პროდუქციის წარმოებაზეა სპეციალიზირებული, 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.
ხორცის ალტერნატიულ მწარმოებელ კომპანიას თანხა ისეთმა ცნობილმა სახეებმა გადაურიცხეს, როგორებიცაა: მუსიკალური პროდიუსერი Jay-Z, მომღერალი კეტი პერი, ტენისის ლეგენდა სერენა უილიამსი და სხვები.
ამერიკული კომპანია „Impossible Foods“ ხორცის მცენარეულ ალტერნატიულ ვარიანტს ტესტავს.
მათი მიზანია, ისეთი პროდუქტის აღმოჩენა, რომელიც გემოთი და სუნით ხორცის მსგავსი იქნება, თუმცა მცენარეული წარმოებით. ამისთვის კომპანიის სპეციალისტები სოიოს, ლობიოს, ბარდასა და სხვა ბოსტნეულს იკვლევენ და იყენებენ.
CNN-ის ინფორმაციით, „სელებრითების“ მიერ ჩადებული ინვესტიცია ცხადყოფს, რომ „ხორცის ალტერნატივა ძალიან ტრენდულია“.
Impossible Foods-ი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს; ქსელი მომხმარებელს ხორცის ალტერნატიულ კლასიკურ - ‘’Whoppers“-ს სთავაზობს. მალე კომპანია ევროპული ბაზრის ათვისებასაც აპირებს.

























