ინგლისი უმთავრესი საფეხბურთო მექაა. ქვეყანაში დიდი თუ პატარა ყველა სპორტის ამ ყველაზე გლობალური სახეობითაა გატაცებული და შეიძლება ითქვას, რომ კვირიდან კვირამდე დროს საყვარელი გუნდის მოლოდინში ატარებენ. ასეთი შესავლის ფონზე, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, არსებობს ქალაქი ვეიკფილდი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით სახელმწიფოში უდიდესია და სადაც ფეხბურთს არ თამაშობენ. დიახ, არსებობს ინგლისში ასეთი ქალაქიც, რომელშიც ცხოვრება ფეხბურთის ირგვლივ არ ტრიალებს.