ახალი წელი კომპანიებში გუნდის გაძლიერებასთან, გაერთიანებასა და სასიამოვნო გამოცდილებების შექმნასთან ასოცირდება - იქნება ეს ახალი წლიდან სიახლეებისთვის საერთო მზადება, კორპორაციული საჩუქრები თუ ოფისში საახალწლო, გამორჩეული განწყობის შექმნა.
საახალწლოდ ველი ბიზნესი მომხმარებლებს კომფორტულ, უნივერსალურ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც როგორც თანამშრომლების, ისე ბიზნესპარტნიორებისთვის საჩუქრების შერჩევის თუ ოფისის მოწყობის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
“ჩვენი მიზანი საახალწლოდ კომპანიებისთვის სასიამოვნო გამოცდილებების შექმნაში დახმარება და კორპორაციული საჩუქრების შერჩევის სრული პროცესის მაქსიმალურად შემსუბუქებაა”, - ბექა ტაბატაძე, ველი ბიზნესის ხელმძღვანელი
რას სთავაზობს ველი ბიზნესი საახალწლოდ კომპანიებს?
სერვისები, რომლებსაც ველი ბიზნესი საახალწლოდ მომხმარებლებს სთავაზობს, მიმართულია უნივერსალური გამოცდილების შექმნისკენ, რომელიც თითოეულ კომპანიას საკუთარი სურვილებისა თუ საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს.
საჩუქრების ფართო არჩევანი და უფასო სასაჩუქრე შეფუთვა
VELI.store-ზე 50 000+ პროდუქტი ერთ სივრცეში ერთიანდება, რაც ნებისმიერი ინტერესისა თუ ასაკის ადამიანისთვის საჩუქრის შესარჩევად იდეალურ პლატფორმას ქმნის.
ველი ბიზნესი თანამშრომლებისთვისა თუ ბიზნესპარტნიორებისთვის სასურველი საჩუქრების შერჩევაში დაგეხმარება და ლოგისტიკურ პროცესს დამოუკიდებლად უზრუნველყოფს. ამასთან ერთად სასაჩუქრედ შეფუთვისა და ინდივიდუალური მისალოცი ბარათის გაგზავნის უფასო სერვისსაც გთავაზობს.
გარდა ამისა, შესაძლებელია პროდუქტებზე კომპანიის ბრენდული ვიზუალის დატანა და ასევე იმ პროდუქტების გლობალურ ბაზარზე მოძიება, რომლებიც შესაძლოა ამ მომენტში ველის ციფრულ თაროებზე არ იყოს.
სასაჩუქრე ვაუჩერები მაქსიმალური თავისუფლებისთვის
ველი ბიზნესი ექსკლუზიურად კორპორაციული მომხმარებლებს ველის ვაუჩერების შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს. ველი ბიზნესის დახმარებით შეგიძლია შეუზღუდავი რაოდენობით შეუკვეთო ნებისმიერი ღირებულების ვაუჩერი, აირჩიო ფორმატი - ციფრული თუ ფიზიკური და აჩუქო ნებისმიერ ადამიანს, რათა თავად შეარჩიოს თავის სურვილებსა თუ მიზნებზე მორგებული საჩუქარი.
იმისთვის, რომ ვაუჩერი მაქსიმალურად იყოს დაკავშირებული ბრენდის იდენტობასთან, ველი ბიზნესი კომპანიებს სპეციალურ, ბრენდის ელემენტებით შექმნილი დიზაინის დამზადების შესაძლებლობასაც სთავაზობს.
ველი ბიზნესი კორპორაციული მომსახურების მაღალი ხარისხით, ექსკლუზიური შეთავაზებებითა და მოქნილი მიწოდების სერვისით კომპანიებისთვის შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას ქმნის. შეარჩიე საახალწლო კორპორაციული საჩუქრები, შეუკვეთე ვაუჩერები და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
ვაუჩერების ან საჩუქრების შესაკვეთად დაუკავშირდი ველი ბიზნესს მეილზე Business@veli.store ან 032 2 56 05 05.