2 დეკემბერს ნატურალური ღვინისა ფესტივალი "ამერიმერი” გაიმართება, რომლის პარტნიორი წელს VELI.store-ია. ეს თანამშრომლობა მომხმარებლისთვის ნატურალურ ღვინოს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
ფესტივალი "ამერიმერი“ სათავეს 2017 წლიდან იღებს და მას ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“, საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ტრადიციულად, დასავლეთ საქართველოში ატარებს. ქალაქ წყალტუბოში ეს ფესტივალი მეორედ გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მხოლოდ ასოციაციის წევრი მარნები მიიღებენ, რომლებიც ღვინოს ორგანული წესით მოვლილი ვენახებიდან მიღებული ყურძნით ბუნებრივი ღვინის ტრადიციებისა და წესების დაცვით აყენებენ.
"ველის" მიზანი ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილების შექმნაა, რაც მომხმარებლებისთვის მათთვის საინტერესო პროდუქტების მუდმივ განახლებასა და ასორტიმენტის გაფართოებას მოიაზრებს. ამჟამად VELI.store ნატურალური ღვინის ყველაზე დიდ ონლაინ არჩევანს წარმოადგენს.
ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოების შეძენა "ველის" დახმარებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე საფესტივალო ფასად შეგიძლია.
“ველი უკვე მეორე წელია, რაც “ამერიმერის” მხარდამჭერია. ველის მომხმარებლებისთვის მსგავსი სიახლეების შეთავაზება, რომელიც ნატურალურ, მცირე მარნებში შექმნილ ღვინოს გაცილებით ხელმისაწვდომს ხდის, ძალიან მნიშვნელოვანია", - ალექსანდრე მეტრეველი, ველის ბიზნეს ლიდი.
სასურველ სასმელს თბილისში იმავე დღეს მიიღებ, რეგიონებში კი 3-5 დღის განმავლობაში უფასო მიწოდებით.