მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VELI.store თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ციფრული პარტნიორია

646ca5b1a6b5f
BM.GE
23.05.23 15:53
599
VELI.store წელსაც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ციფრული პარტნიორია. წიგნის ფესტივალი ის მოვლენაა, რომელსაც კითხვის ყველა მოყვარული თუ ახალი აღმოჩენების მაძიებელი ელოდება ხოლმე. თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით გაიმართება.

თუ ჯერ არ იცი რა შეიძინო წლის საუკეთესო, საფესტივალო ფასად სახლიდან გაუსვლელად, ამ ბლოგში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პრ და მარკეტინგის მენეჯერი - ბექა კოკაია თავის რჩეულ 8 წიგნს გიზიარებს.

ჰარიეტ ბიჩერ სტოუბიძია თომას ქოხი

ამ წიგნზე ვსწავლობთ პირველად ტოლერანტობას ალბათ, რომ მერე ჩვენც არ ვიყოთ ცხოვრებაში მჩაგვრელები.

შარლოტა ბრონტეჯეინ ეარი

მითია, თითქოს ჯეინ ეარი მხოლოდ თინეიჯერ გოგონებს მოსწონთ. მე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ღამეც კი გავათენე, იმდენად ვერ ვითმენდი, სანამ ბოლოში არ გავედი.

მიგელ დე სერვანტესიდონ კიხოტი
მწუხარე სახის რაინდი ერთხელ დავიწყე, თითქოს მომწყინდა და მივატოვე. სადღაც 15 წლის ასაკში მივუბრუნდი და ისე კარგად “წაიღო” ვერ მოვწყდი.

ჯანი როდარიჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში

ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც საკუთარი ნებით წავიკითხე და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ კითხვისას წარმოსახვით ძალიან ნათლად ვხედავდი თითოეულ კადრს

მარკ ტვენიტომ სოიერის თავგადასავალი

ტომ, პასუხი არ არის! ალბათ ყველაზე ცნობილი დასაწყისია ყველა ლიტერატურულ ნაწარმოებს შორის.

ჟიულ ვერნისაიდუმლო კუნძული

თავგადასავლები და თავგადასავლები. ჟიულ ვერნის სამყარო ძალიან შთამბეჭდავია და ეს ვირტუალური მოგზაურობა ბევრი ინსპირაციის წყარო ხდება ბავშვებისთვის.


არჩილ სულაკაურისალამურას თავგადასავალი

არჩილ სულაკაურის ეს ზღაპრული ზღაპარი ისეთ სამყაროს ხატავს, შეუძლებელია ბავშვს შთაბეჭდილებები დიდხანს არ გაჰყვეს. სალამურას და ბაიას წყვილი, ერთ-ერთი საუკეთესოა საბავშვო ლიტერატურაში.

შეინახე ეს წიგნები სურვილების სიაში და შეიძინე საფესტივალო ფასად სახლიდან გაუსვლელად იმავე დღეს, ან გაუგზავნე სასაჩუქრედ შეფუთული იმ მეგობრებს, რომლებიც ფესტივალისთვის თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები