მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველით, რომ ლარზე გაუფასურების ზეწოლა გაგრძელდება არჩევნების შემდგომი გაურკვევლობის გამო - G&T

დოლარი

Galt & Taggart-ის მოლოდინია, რომ ლარის კურსზე გაუფასურების ზეწოლა გაგრძელდება, რასაც არჩევნების შემდგომი გაურკვევლობა განაპირობებს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის ყოველთვიურ ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის, აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსი დაახლოებით 2,8-იან ნიშნულზე იქნება.

"საარჩევნო შაბათ-კვირის შემდეგ ლარი მუდმივ ზეწოლას განიცდიდა და 2024 წლის 31 ოქტომბრისთვის 2,75 დოლარამდე დაეცა, წინასაარჩევნო დღეს 2,72-დან. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გაუფასურების ზეწოლა გაგრძელდება არჩევნების შემდგომი გაურკვევლობის გამო და ველით, რომ ლარი 2024 წლის ბოლოსთვის აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2,8 იქნება",- აღნიშნულია მიმოხილვაში.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნოდ, ოქტომბერში ლარის კურსის დასაჭერად ეროვნულმა ბანკმა ოთხ სავალუტო აუქციონზე 213.4 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, Galt & Taggart-ი ელის, რომ ეროვნული ბანკი 2024 წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც 8%-ია, უცვლელად შეინარჩუნებს.

ამასთან, საინვესტიციო ბანკი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უცვლელად ინარჩუნებს და შესაბამისად ელის, რომ მიმდინარე წელს 9%-იანი, ხოლო 2025 წელს 6%-იანი ზრდა იქნება.

პოლიტიკური გაურკვევლობა ხანმოკლე იქნება და ზრდის პერსპექტივას არ შეცვლის - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები