მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ველოდებით განმეორებითი ტესტის პასუხს“ - „დრიმლენდ ოაზისში“ 900-მდე დამსვენებელი რჩება

5f4f7c2332add
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.20 15:10
1348
"გუშინ, ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისიდან“ ერთ-ერთი დამსვენებელი მაღალი სიცხის გამო ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, რის გამოც დამსვენებლებს სასტუმროს დატოვება შეეზღუდათ", - ამის შესახებ BM.GE-ის „დრიმლენდ ოაზისის“ მმართველმა პარტნიორმა კოკა გეგუჩაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დამსვენებელმა თავად თქვა, რომ მაღალი სიცხე ჰქონდა, ის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, ხოლო სასტუმროს მიეცა რეკომენდაცია, რომ დროებით, ტერიტორია არავის დაეტოვებინა. 

„გუშინ ჩვენს ერთ-ერთ დამსვენებელს აღმოაჩნდა სიცხე და გადაიყვანეს ცხელების ცენტრში; ახლა ველოდებით განმეორებითი ტესტის პასუხს.  გუშინვე მივიღეთ რეკომენდაცია, რომ არავინ გაგვეშვა სასტუმროდან სანამ ტესტის პასუხი არ იქნებოდა, რათა არ მომხდარიყო ვირუსის გავრცელება. ამიტომ ჩვენ ეს რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და სასტუმროდან არავის ვუშვებდით“, - განაცხადა კოკა გეგუჩაძემ.

სასტუმროს მმართველი პარტნიორის ინფორმაციითვე, პირველი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, ხოლო ახლა ყველანი განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ქალბატონს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ჩვენი დამსვენებლები ძალიან შეგნებულად უყურებენ ამ მდგომარეობას და არსად გასვლას არ აპირებენ. წუთი წუთზე ველოდებით განმეორებითი ტესტის პასუხს“, - უთხრა BM.GE-ის „დრიმლენდ ოაზისის“ მმართველმა პარტნიორმა და დასძინა, რომ ქალბატონის თქმით, ის ბათუმში არ ყოფილა.

სასტუმრო ოაზის ჩაქვის აპარტამენტებში ახლა, დაახლოებით, 900-მდე ადამიანი ისვენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები