მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას - მთავრობის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დღეს მთავრობის პირველი სხდომა მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ურთიერთობების გადატვირთვას ელოდებიან. კობახიძის თქმით, მთავრობის ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულდეს და საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდეს. რისი გაკეთებისთვის არის მზად ოცნება? როგორ აპირებს ის ურთიერთობების გადატვირთვას?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები