მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ველტი — წლების განმავლობაში ჰალკორის პრემიუმ ხარისხის სპილენძის მილების იმპორტიორი საქართველოში

ველტი
31.10.25 12:47
469

კომპანია ველტი მრავალი წელია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდის — ჰალკორის ოფიციალურ იმპორტიორსა და წარმომადგენელს საქართველოში. ჰალკორი, 80-წლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული ბერძნული ბრენდია, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სპილენძის მილებს გათბობა-გაგრილების, ჰაერის კონდიცირების და სამაცივრე სისტემებისთვის. ჰალკორის წარმატება ემყარება ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ინჟინერულ სიზუსტესა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს, რაც მას ევროპულ ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე აყენებს.

პრემიუმ ხარისხი, რომელსაც ინჟინრები ენდობიან

ჰალკორის მილები დამზადებულია მაღალი სისუფთავის სპილენძისგან, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას, იდეალურ გამტარიანობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციას მრავალი წლის განმავლობაში. მილების სტრუქტურა გათვლილია ტემპერატურის ფართო დიაპაზონზე, რაც მათ იდეალურ გადაწყვეტად აქცევს გათბობისა და გაგრილების სისტემებისთვის.
მონტაჟის გამარტივებას უზრუნველყოფს მათი მაღალი მოქნილობა, ხოლო კოროზიისადმი გამძლეობა — სტაბილური მუშაობა ნებისმიერ გარემო პირობებში. ენერგოეფექტური კონსტრუქცია ამცირებს დანაკარგებს და ზრდის სისტემის საერთო ეფექტიანობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სამშენებლო და საინჟინრო სექტორში.

საიმედოობა ნებისმიერი ტიპის ობიექტზე

ჰალკორის სპილენძის მილები ფართოდ გამოიყენება საცხოვრებელ, კომერციულ და ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურაში — კონდიცირების მაგისტრალებიდან სამაცივრე კონტურებამდე და გათბობის ქსელებიდან ყველაზე რთულ საინჟინრო პროექტებამდე.
მილები დამზადებულია სრულ შესაბამისობაში ევროპულ ნორმებთან და საერთაშორისო სერტიფიკაციებთან, რაც მომხმარებელს ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას აძლევს.

კომპანია WELT-ი უკვე წლებია, ქართულ ბაზარზე პრემიუმ MEP მასალების იმპორტსა და რეალიზაციას უზრუნველყოფს. მის პორტფოლიოში თავმოყრილია ბრენდები, რომლებიც ინოვაციური ინჟინრული გასაწყვეტილებებით გამოირჩევიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები