მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვემიჯნებით ევროინტეგრაციის კურსის ღალატს" - უნივერსიტეტების პოზიცია

ევროინტეგრაციის კურსის ღალატს ვემიჯნებით – თსუ-ს აკადემიური პერსონალის ნაწილმა ამ ნარატივით გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელსაც ხელს 200-მდე წარმომადგენელი აწერდა.

კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და გმობენ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ნაწილი, რომლებმაც ასევე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

კონსტიტუციის 78-ე მუხლის უგულებელყოფას გაემიჯნა რამდენიმე საჯარო სკოლაც, შეიქმნა შესაბამისი მანიფესტი, რომელსაც ხელს პედაგოგები აწერენ. რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში სასწავლო დაწესებულებებს და სტუდენტებს?

სტუმრები: კოკა თოფურია - "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორი;

გიგი თევზაძე - "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" პროფესორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები