საქართველოს ახალგაზრდა ელჩები მიმართვას ავრცელებენ, სადაც წერია, რომ ემიჯნებიან "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.
ახალგაზრდა ელჩები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ევროინტეგრაციაზე უარის თქმას ნიშნავს და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
განცხადებას ხელს 40 ახალგაზრდა ელჩი აწერს და როგორც ისინი წერენ, განცხადება არის ღია და შესაძლებელია ნებისმიერი ახალგაზრდა ელჩი შეუერთდეს.
"ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩები (2015-2024), გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას და ვემიჯნებით საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილების, 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, რაც ევროინტეგრაციაზე უარის თქმაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
მსგავსი ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, განვითარების გზას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს კონსტიტუციაში.
ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში და ქვეყნის განვითარებას ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენ, ახალგაზრდა ელჩები, ვაპროტესტებთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ცვლის ჩვენი ქვეყნის პროევროპულ კურსს!
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!
განცხადება არის ღია და მას შეუძლია შემოუერთდეს ნებისმიერი ახალგაზრდა ელჩი.
მიმართვას ხელს ვაწერთ:
1.ნენო გაბელია- საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში, 2018-2019 წლებში;
2.რუსუდან მარგიანი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უნგრეთში, 2019-2020 წლებში;
3.კონსტანტინა დოლიძე- საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, 2019-2020 წლებში;
4.გიორგი მჭედლიძე - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში;
5.ვახტანგი კაჩუხაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, 2019-2020 წლებში;
6.სანდრო ვეკუა - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში, 2015-2016 წლებში;
7.სოფიკო ბზარაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში;
8.სალომე სალაძე - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2014-2015, 2019-2020 წლებში;
9.მაკა ბერულავა - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში;
10.გვანცა შაორშაძე - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დანიის სამეფოში, 2022-2023 წლებში;
11.ლუკა გურგენიძე - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი შვედეთის რესპუბლიკაში, 2018-2019;
12.მაკა ტოხიშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი კანადაში 2024 წ.;
13.თამარ მნათობიშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ნიდერლანდების სამეფოში 2022-2023 წლებში;
14.სოფიო ბუტიკაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიის სამეფოში 2020-2021 წლებში;
15.თამუნა ჯაფარიძე - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უნგრეთში 2021-2023 წლებში;
16.მარიამ შონია - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დანიის სამეფოში, 2019- 2020 წლებში;
17.დეა მაღალაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესპანეთის სამეფოში 2024 წ.;
18.ელენე ნიკოლაიშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 2024 წ.
19.მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 2014- 2015 წლებში;
20.მარიამ თაყნიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2018 - 2019 წლებში
21.ნინო ჩაჩუა - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, 2024 წ.
22.გიორგი პაპავა - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში;
23.მარიამ რურუა - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში 2021 - 2023;
24.თამარ ჩომახიძე - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 2023 წ.
25.სოფო ბადიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იაპონიაში, 2019-2020 წლებში;
26.მარიამ კვარაცხელია - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2024 წ.
27.ივერი კეკენაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი შვედეთის სამეფოში, 2021-2022;
28.იანა მაისურაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიაში, 2016 - 2017;
29.ლაშა ნავერიანი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ჩეხეთში, 2014-2015;
30.ლიკა ჯანელიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში 2018-2019;
31.თეონა ვარშალომიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თურქეთში, 2014-2015;
32.ქეთი არჩაია - საქართველოს ახალგაზედა ელჩი საფრანგეთში, 2016-2017;
33.თეონა ცერცვაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ამერიკის შეერთებულ
შტატებში, 2020-2021;
34.ანა ლეჟავა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2016-2017;
35.თამარ ჟუჟუნაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ნიდერლანდებში, 2016-2017 წლებში;
36.ნინო წერეთელი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ირლანდიაში 2021-2022 წლებში;
37.ზალინა გორგილაძე, საქართველოს აზალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2024 წ.
37.ლიკა არევაძე - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ირლანდიაში, 2024 წ.
38.ნატალი ბიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში, 2021 წ.
39. მარიამ მიქიაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ნიდერლანდების სამეფოში 2023 წ.
40. ზურაბ ფერცულიანი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბულგარეთში, 2019-2020 წლებში

























