ვენახების კადასტრის პროგრამა დასრულდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვენახები სრულად აღწერილია, შეკრებილია ინფორმაცია 48 642 ჰა ვენახის, 47 091 მევენახის და 170 174 ნაკვეთის შესახებ.
სექტორი მოელის, რომ ვენახების აღწერის პროცესი საქართველოში ყურძნისა და ღვინის ფალსიფიცირების შემთხვევების მინიმუმამდე შეამცირებს და ამასთან გაიზრდება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობაც.
სტუმარი: შალვა ხეცურიანი - სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი & “მარანი ხეცურიანის“ მფლობელი;