მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

5f92ed1aaa2be
ვიქტორია მღებრიშვილი
23.10.20 19:07
841
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია ავრცელებს.

“ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს ქსელში არსებული რესტორნებიდან შეკვეთილი პროდუქტის ადგილზე მიტანას, ასევე რესტორნებში Drive-Thru და Pick Up სერვისების უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას. ყოველდღიურად, 22:00 საათამდე კი რესტორნები ჯანრთელობის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მასპინძლობს ერთგულ მომხმარებელს“, - აცხადებს „ვენდის“ და „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

ცნობისთვის, "ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლიდან კი ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა. შესაბამისად, ქართულ ინგრედიენტებზე დამზადებულ „ვენდის“ უგემრიელეს ბურგერებს სულ სხვა გემო აქვს.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები