მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო "ვენდისგან“ წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის 7 ჯილდო მიიღო

62a8313218de1
BM.GE
14.06.22 10:57
851
„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო „ვენდისგან“ წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის 7 ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება „ვენდის“ ქართულ რესტორნებს რეკორდულად მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიური ზრდის, მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის საკვების მიწოდების, სწრაფი მომსახურების და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებისთვის ერგო. „ვენდის“ საქართველოს წარმომადგენლობის გენერალურ დირექტორს გიორგი მშვილდაძეს კი გადაეცა ჯილდო საქართველოს ბაზარზე „ვენდის“ განვითარებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
No description available.

„ვენდის“ ქართული წარმომადგენლობის დაჯილდოებას "ვენდის" საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი რაჯივ საბჰარვალი "ვენდის" საერთაშორისო საოპერაციო მენეჯერი ჯეიმს გესიკი, საერთაშორისო ფინანსური მენეჯერი ბრენდონ გატრი, საერთაშორისო დეველოპმენტ მენეჯერი გაურავ ნარაინი,"ვენდის" საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერი სოფო ჩოგოვაძე და"ვენდის" საერთაშორისო ხარისხის მენეჯერი სინიშა ლუბიჩიჩი დაესწრო.

“ვენდის“ ქართული წარმომადგენლობა დაარსების დღიდან გამოირჩევა წარმატებული ბიზნეს საქმიანობით, Wendy's სტანდარტების შესაბამისი კულტურის დანერგვით თანამშრომლებსა და მომხმარებელთან ურთიერთობაში, მომხმარებლის მომსახურების მაღალი სტანდარტებით და თანამშრომელთა მუდმივ განვითარებაზე ზრუნვით. ჩვენ გვეამაყება, რომ „ვენდის“ ქართულ წარმომდაგენლობას მიღწეული შედეგებისთვის 7 ჯილდო გადავეცით.” განაცხადა რაჯეევ საბარვაიმ, კომპანია „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა.

„საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან დასახული ამბიციური გეგმებით ჩვენ შევძელით, რომ გაგვეზიარებინა საერთაშორისო "ვენდისთან" ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". საქართველოში "ვენდის" არსებობის ისტორიაში დღეს არის ყველაზე გამორჩეული დღე, წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის, პროდუქტისა და მომსახურების გამორჩეულად მაღალი ხარისხის შექმნისთვის და გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლისთვის ჯილდო, ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა. მადლობა ყველას ვინც ეს დიდი აღიარება და წოდება მოგვანიჭა", - "ვენდის" გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

„ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოში “ვენდის" განვითარება 2013 წელს დაიწყო. დღესდღეობით „ვენდის“ 12 რესტორანია ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც შესვლის პირველივე ნაბიჯიდან გრძნობენ, რომ „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტი ქართული პროდუქტებით 2015 წლიდან ჩაანაცვლა და ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. მიმდინარე წლის ბოლომდე „ვენდი“ საქართველოში ქსელის კიდევ 5 რესტორნით გაზრდას გეგმავს.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები