მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვენდისი“ Beyond Meat®-თან თანამშრომლობით საქართველოში პირველად მცენარეული ხორცის ბურგერს შესთავაზებს მომხმარებელს

“ვენდისი“ Beyond Meat®-თან თანამშრომლობით საქართველოში პირველად მცენარეული ხორცის  ბურგერს შესთავაზებს მომხმარებელს
20.11.24 16:39
151

“ვენდისი“ მსოფლიოში მცენარეული ხორცის მწარმოებელ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან - Beyond Meat - თან ექსკლუზიური შეთანხმების საფუძველზე საქართველოში პირველად Beyond Meat-ის მცენარეული ხორცით დამზადებულ ბურგერს შესთავაზებს სტუმრებს.

23 ნოემბრიდან Beyond Meat -ის მცენარეული ხორცით დამზადებული Wendy’s Plant Burger -ი „ვენდისის“ 19-ივე რესტორანში იქნება ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით. Wendy’s Plant Burger-ის მცენარეული ხორცი არ შეიცავს ქოლესტერინს, სოიოს და ხელოვნურ დანამატებს არ არის გენმოდიფიცირებული და მდიდარია ბარდასა და შავი ბრინჯის ცილებით.

Wendy’s Plant Burger-ის მცენარეული ხორცის გემო და ტექსტურა ცხოველური ხორცის მსგავსია. შესაბამისად, Beyond Meat-ის პროდუქტები საშუალებას აძლევს ადამიანებს დააგემოვნონ საყვარელი ბურგერი გემოსა და ხარისხზე კომპრომისის გარეშე. Beyond Meat-თან პარტნიორობა „ვენდისს“ საქართველოში საშუალებას მისცემს დააკმაყოფილოს ადგილობრივი მზარდი მოთხოვნა ვეგეტარიანულ/ვეგანურ პროდუქტებზე და მარხვაზე მყოფ ადამიანებსაც შესთავაზოს მცენარეული პროდუქტების მეტი არჩევანი.

“ვენდისსა“ და Beyond Meat-ს საკვების ხარისხისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით საერთო ღირებულებები აქვს. „ვენდისის“ დანაპირები „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“ ახლა კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისთვის იქნება მარტივად აღსაქმელი, რადგან Beyond Meat-თან პარტნიორობით, ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ ვეგეტარიანელებს, არამედ მარხვაზე მყოფ ადამიანებსაც შევთავაზოთ მაღალხარისხიანი, მცენარეული ხორცით დამზადებული პროდუქტები. რევოლუციური რეცეპტით შექმნილი მცენარეული ხორცი ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად გარემოსაც უფრთხილდება, რაც კიდევ უფრო ღირებულს ხდის ჩვენს შეთავაზებას“, - განაცხადა„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

როგორც Beyond Meat-ის გლობალური სტრატეგიული განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა ჰამედ ჯაგანმა განაცხადა: „ჩვენ გვეამაყება, რომ „ვენდისთან“ ერთად Beyond Meat-ის მცენარეული ხორცი საქართველოს ბაზარზეც გახდა ხელმისაწვდომი. Wendy's Plant Burger-ს მცენარეული ხორცით იგივე გემო და ტექსტურა აქვს, რასაც მომხმარებლები ცხოველური ხორცისგან ელიან. მცენარეული ცილებით მდიდარი საკვების მიღებით ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ და ამავდროულად გარემოსაც უფრთხილდებიან. ეს პარტნიორობა ასრულებს ჩვენს მისიას, გავხადოთ მცენარეული კვება უფროხელმისაწვდომი

მომხმარებლებისთვის მთელ მსოფლიოში.”

Beyond Meat, Inc. არის მცენარეული ხორცის მწარმოებელი წამყვანი კომპანია მსოფლიოში, რომელიც 2009 წლიდან რევოლუციური რეცეპტით აწარმოებს გემოთი და ტექსტურით ცხოველური ხორცის მსგავს ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტს. Beyond Meat-ის ბრენდის დაპირება - „მიირთვი ის, რაც გიყვარს“ (Eat What You Love™), ემყარება რწმენას, რომ სულ პატარა პოზიტიური არჩევანიც კი არის გზა უკეთესი მომავლის უზრუნვესაყოფად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები