მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვენდისის” პროდუქტის ხარისხი “საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიაში” დასტურდება

თუ რესტორან ვენდისში სტუმრობას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ხარისხიან პროდუქტს მიირთმევთ. ამის გარანტიას კი საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია გაძლევთ, რომელიც ვენდისთან თანამშრომლობს და პასუხისმგებლიანი ბიზნესის სურვილით, მუდმივად უტარებს კომპანიის პროდუქტს კვლევას. აღნიშნულით კი ვენდისის სურსათის და წყლის ხარისხი, დასტურდება. საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიაში მიიჩნევენ, რომ ვენდისი სანდო პარტნიორია, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავს ხარისხზე. საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიაზე აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ის არის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია, რომლის საქმიანობაც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. ლაბორატორია მომხმარებელს სურსათის უვნებლობის მიმართულებით სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას, ასევე სრულ ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ კვლევებს სთავაზობს. ამასთან კვლევები ხორციელდება როგორც სასმელ, ზედაპირულ თუ მინერალურ წყლებზე, ისე ხორცეულისა და ძეხვეულის ნაწარმზე, რძის პროდუქტსა და კარაქზე. კვლევების მასშტაბი პურ-ფუნთუშეულს, მარცვლეულსა და თხილეულის მიმართულებებსაც ფარავს. ლაბორატორიის სერვისები ასევე აერთიანებს ნიადაგის სრულ ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ კვლევას, ცხოველთა საკვების შემოწმებას და ცხოველის საკვებში ანტიბიოტიკების ნარჩენების დეტალურ შესწავლა-ანალიზს. ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა ამბიციები და გეგმები კიდევ უფრო მასშტაბური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები