მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვენესუელა ეკონომიკური კრიზისის გამო, კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ დატოვა

574d6dca8b2ad
BM.GE
31.05.16 14:55
1506
ამერიკული კომპანია LATAM Airlines კიდევ ერთი საჰაერო გადამზიდავია, რომელმაც ვენესუელაში მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო ფრენა შეწყვიტა,-იუწყება Reuters.

კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იგი თავის საქმიანობას კარაკასის აეროპორტში განუსაზღვრელი ვადით აჩერებს.

LATAM Airlines კარაკასაა და სან-პაულოს შორის რეისებს მაისის ბოლოდან აჩერებს.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ვენესუელაში რეისები ბევრმა კომპანიამ შეწყვიტა. მათ შორისაა: Alitalia, Air Canada და Gol.

American Airlines-მა მარშუტი კარკასსა და ნიუ-იორკს შორის დეკემბერში აღადგინა და სამი თვის შემდეგ მოთხოვნის სიმცირის გამო შეწყვიტა. ასევე გერმანულმა ავიაკომპანიამ Lufthansa 29 მაისს განაცხადა, რომ 18 ივნისიდან ქვეყენაში არსებული ეკონომიკური კრიზის გამო, ვენესუელაში ფრენას (კარაკას-ფრანკფურტი) დროებით გააჩერებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები