ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, ქვეყანას შეუძლია ნავთობის მოპოვების 500 ათასი ბარელით ან 1 მლნ ბარელით/დღეში გაზრდა, თუ OPEC მიიღებს გადაწყვეტილებას "ოპეკი +"-ის გარიგების ფარგლებში ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით.
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ამიტომ, როდესაც ოპეკი ნებას დაგვრთავს, გავზრდით მოპოვებას 500 ათასი ბარელით/დღეში ან 1 მილიონი ბარელით/დღეში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-მა უნდა აღადგინოს მოპოვების დონე დასავლეთ ვენესუელაში და მსუბუქი ნავთობის მოპოვება მდინარე ორინოკოს რაიონში.
ვენესუელაში ნავთობის მოპოვებამ მიაღწია მინიმალურ ოდენობას ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე: OPEC-ის მონაცემებით, აპრილში ქვეყანა მოიპოვებდა 1,49 მილიონ ბარელს დღეში.
Oilnews

























