ვენესუელას ოქროს რეზერვები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 25%-ით 7,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, - ქვეყნის ცენტრალური ბანკის ანგარიშზე დაყრდნობით წერს სააგენტო Bloomberg.
რეზერვები მეტად შემცირდას, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზირებდა, რომელიც 25%-ის ნაცვლად, 16%-იან შემცირებას ვარაუდობდა. ერთი წლის წინ ქვეყანას 17 მილიარდის ოქროს რეზერვები ჰქონდა.
ვენესუელა წლის დასაწყისიდან ეკონომიკურ კრიზისშია. ქვეყანაში კრიზისის გამო, ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებათ, რის გამოც არერთმა კომპანიამ მუშაობა შეაჩერა.

























